დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ აშშ-ში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა

13 ოქტომბერი 2021, 11:54 933 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა მორის საბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი  აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ზედა და ქვედა კიდურებზე ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამერიკელმა ექიმებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეს უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადეს. 

მორის საბაშვილი 2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რა დროსაც მან კიდურების დაზიანება მიიღო. მან ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში გაიარა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და ერაყის მისიაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში