სამძიმრის წერილი

13 ოქტომბერი 2021, 14:21 1026 ნახვა

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს ირანის გენერალური საკონსულო ბათუმში.

„გამოვხატავთ მწუხარებას ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვნის დაღუპვა გამოიწვია. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ძვირფას ბათუმელებსა და მთელ საქართველოს“ - წერს საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში