ზეკარის ფესტივალი

13 ოქტომბერი 2021, 20:02 1430 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ლიტერატურული ფესტივალი  ,,ზე-კართან“  გრძელდება. დღეს საჯარო ლექცია სოფელ ნიგაზეულში, სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმში გაიმართა.

გამომცემელმა და მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ ისაუბრა თემაზე „ნობელიანტები საქართველოში“. ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები ჭვანის ხეობას ესტუმრნენ და ისტორიულ ეთნოგრაფიული ძეგლები მოინახულეს. დაათვალიერეს სხალთის ხეობაში  შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმიც.

ფესტივალი ხვალ პოეზიის საღამოთი დასრულდება. წლევანდელი „ზე კართან“ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მწერალ ტარიელ ფუტკარაძის სახელს ეძღვნება. ფესტივალი უკვე მეცხრედ ტარდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის განათლების სამინისტროა. 

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია და თანამედროვე ავტორების გაცნობაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში