“თავისუფლება მიშას” – ენმ-ის მხარდამჭერებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ

14 ოქტომბერი 2021, 14:56 845 ნახვა

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკშვილის თავისუფლებისთვის  აქციის დაწყებამდე 3 საათი რჩება, თუმცა პროტესტის მთავარ ეპიცენტრში სამზადისი დაწყებულია. ამასთან დილიდან სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან. თუმცა მათ  გზა და გზა ხვდებოდნენ  მოქალაქეები ცოცხებით ხელში. ავტოკოლონებს ისინი შეძახილებით აცილებდნენ. ამბობენ, რომ ამ ტიპის პერფორმანსით სოლიდარობას უცხადებენ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს დაზარალებულებს. კონტრაქციებს ზოგან ხმაური მოჰყვა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში