პრემიერი: პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა არეულობა, მძიმე პროვოკაცია

14 ოქტომბერი 2021, 15:05 1345 ნახვა

მოქალაქეების გარდა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს ზოგიერთი მაღალი სასულიერო პირი. მაგალითად მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია. მღვდელმთავრების ნაწილი კი არ ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საპატიმრო უნდა დატოვოს, თუმცა ამბობენ იმას, რომ საპატრიარქო და ეკლესია შერიგების მომხრეა. ეს პოზიციები მღვდლებმა სვეტიცხოველში დააფიქსირეს, სადაც ასევე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მოეხდინა არეულობა, პროვოკაცია, მათ შორის მძიმე მკვლელობები-თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში