პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში

15 ოქტომბერი 2021, 11:40 744 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.  შეხვედრაზე ითქვა, რომ  საქართველო მხარს უჭერს ეფექტიანი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას,  კანონმდებლობითი, ადმინისტრაციული მექანიზმების განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ასევე პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები: მარიანა კრაიერი რომელიც  30 წელზე მეტია საზოგადოებრივი გაერთიანება ,,საქართველოს" წევრია შვეიცარიაში.

სირილ ჰერინგი, იურისპრუდენციის დოქტორია, რომელმაც  ბაზელში დააარსა მხატვრების გაცვლითი პროგრამა,  რითიც დღემდე არაერთმა ქართულმა ისარგებლა,  ბარბარა შელევალდი კი ბაზელის უნივერსიტეტის ემერიტუსი და  შუასაუკუნეების ხელოვნების სპეციალისტია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოვების ცერემონიალზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიის კონფედერაციაზე, როგორც  საქართველო - რუსეთს შორის მედიატორის განსაკუთრებულ როლზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში