„თავისუფლება მიშას“ - საპროტესტო აქცია

15 ოქტომბერი 2021, 11:41 820 ნახვა

რამდენიმე საათს გაგრძელდა გუშინ თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია, რომელიც  სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.  სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე, რომლებიც გუშინ პროტესტს შეუერთდნენ ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ  ძირითადად პარტიის ლიდერები.წაიკითხეს ექს-პრეზიდენტის მიერ საკნიდან გამოგზავნილი წერილიც. 

სააკაშვილი  დიდ შერიგებაზე წერს და  უარს ამბობს რევანშსა და შურისძიებაზე.   აჩვენეს რამდენიმე ვიდეო-მიმართვა, მათ შორის იულია ტიმოშენკოსი. ასევე გადიოდა კადრები, რომელიც 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციას ეხებოდა.  აქციის ბოლოს თბილისის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა აღმოაჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებები  წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში