გახარიას პარტიის კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან

15 ოქტომბერი 2021, 15:03 1172 ნახვა

აჭარაში  გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები მესამე სექტორთან კონსულტაციებს გადიან.  ყოფილი პრემიერ-მინისტრის  პარტიის  ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში და „გახარია საქართველოსთვის“  სხვა წევრები რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საუბრის ძირითადი თემა  ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება იყო, რომელშიც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციის ხელშია. მათ შორის სამი წევრი ეყოლება გახარიას პარტიას, რომელთა ხმაც  ხმაც საკრებულოს დაკომპლექტებასა და  თავმჯდომარის არჩევისას  გადამწყვეტი იქნება. 

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ  ყველა ძალამ პარტიულზე მაღლა საზოგადოებრივი  ინტერესები უნდა დააყენოს. მათი შეფასებით არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხს კოალიციური მმართველობა სურს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი რეგიონში ირაკლი მიქელაძე ირწმუნება, რომ საკრებულოში მათ წარმომადგენლებს ვერცერთი მხარე ვერ გადაწონის და ისინი მხოლოდ ქალაქის საჭიროებებზე იქნებიან ორიენტირებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში