პოლიტიკური შეხვედრები აშშ დიპლომატებთან

16 ოქტომბერი 2021, 20:20 792 ნახვა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და აშშ ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დღეს დილიდან ხვდებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს. შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში ესწრებოდნენ, ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები,  მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეებმა განმარტეს საუბარი ძირითადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხებოდა, მათ შორის განვლილ და ოცდაათი ოქტომბრის, მეორე ტურის წინა პერიოდს. 

განხილული იყო ასევე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი. პოზიციონერმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას მეორე ტურის პერიოდში, და იმედი გამოთქვეს რომ ამჯერადაც როგორ პირველ ტურში, მათი მხრიდან, დამკვირვებლების საკმარისი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი.მმართველ გუნდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში