უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვა კანდიდატების მიმართ - საკანონმდებლო ცვლილება

18 ოქტომბერი 2021, 11:44 698 ნახვა

საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დღეს განიხილავს.

საარჩევნო სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება,  რის მიხედვითაც, მსგავსს დარღვევაზე შესაბამისი ჯარიმები წესდება.

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ასე თავისუფლება შეიზღუდება.  მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პროექტი წინასაარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში