ევროპარლამენტარების მიმართვა

18 ოქტომბერი 2021, 18:04 786 ნახვა

,,სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე“-ამ   მოთხოვნით  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 72 პოლიტიკოსი ევროპარლამენატრებთან ერთად მიმართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს. გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული  ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და  რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს. პოლიტიკოსების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ  საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურეს პოლარიზაციაში,  რაც  მათი თქმით,  გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით. მიაჩნიათ, რომ  ,,ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილი არ შეიძლება”-წერენ პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში