ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

19 ოქტომბერი 2021, 13:34 1151 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს, დესტრუქციულ ოპოზიციას კი პროვოკაციების მოწყობის საბაბი არ უნდა მიეცეს. 

''პარტიის წარმომადგენლებს და აქტივს შევხვდით. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ გეგმებზე. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ. თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სამაგალითო და სანიმუშო, როგორიც იყო პირველ ტურში. დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ არც ერთი საბაბი რაიმე პროვოკაციის მოწყობის. 

ბუნებრივია სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები,  ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ კი ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიიდან მომდინარეობს. 

სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს. ბევრ მუნიციპალიტეტში ჩვენი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა  არჩვევნებზე, რადგან სჯეროდათ რომ გავიმარჯვებდით. ეს არ არის საკმარისი. ყველანი უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში