ვაქცინაციის პროცესი

19 ოქტომბერი 2021, 14:50 831 ნახვა

ვაქცინაციის ტემპი დაეცა  ქედაში.  ევექსის კლინიკის ექიმის თქმით, დღის განმავლობაში დაახლოებით 20 მოქალაქე იცრება. უფრო მეტად კი კლინიკას მეორე დოზის გასაკეთებლად მიმართავენ.

მზია მახარაძის თქმით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აცრასთან დაკავშირებით, უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ამ დროისთვის ქედის კლინიკაში 14 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში