მაღალმთიან აჭარაში თოვს

02 დეკემბერი 2016, 00:00 3987 ნახვა

ხულოში თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის  სოფლებში 10 სმ-ს აღწევს, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე  20 სმ-ია. უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება  რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულს.  მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის. შეზღუდვები მოქმედებს გოდერძის უღელტეხილზე. გათოვდა შუახევის მაღალ სოფლებშიც, სადაც თოვლის საფარი 3-6 სმ აღწევს. ამ დროისათვის უამინდობას შუახევის მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია.

ამავე კატეგორიაში