ბათუმის საკრებულოს ცალკეულ წევრებთან ვითანამშრომლებთ - ირაკლი კობახიძე

19 ოქტომბერი 2021, 15:07 1297 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს ცალკეულ წევრებთან ითანამშრომლებენ, თუმცა კონკრეტულად ვისთან არ დაუსახელებია. 

''აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში. ვისთან ვითანამშრომლებთ ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს'' - განაცხადა კობახიძემ. 

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ''ჩრდილოვანი კაბინეტის'' შექმნას გამორიცხავს.

„არავითარი ,,ჩრდილოვანი კაბინეტი'' არ იქნება, ჩვენ პირველი ტური, ე.წ. რეფერენდუმი დამაჯერებლად მოვიგეთ. ასევე მოვიგებთ მეორე ტურს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ ჩრდილში გადასვლა და ,,ჩრდილოვან კაბინეტებში'' შესვლა“,- განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს, რასაც პროპორციული სიით 4 მაჟორიტარი დაემატება, "ნაციონალური მოძრაობა" 12 წევრს შეიყვანს, რასაც 3 მაჟორიტარი დაემატება,  "გახარია საქართველოსთვის'' 3, ხოლო "ლელოს" 1 წარმომადგენელი ეყოლება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში