პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

02 დეკემბერი 2016, 00:00 3931 ნახვა

''არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთოებების დასტურია''- ეს განცხადება  გიორგი კვირკაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე გააკეთა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი. გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამავე კატეგორიაში