ტურისტული ინფრასტრუქტურა ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

20 ოქტომბერი 2021, 11:53 817 ნახვა

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი  ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. 

ადგილზე დაგეგმილია  გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯებისა და ავტოპარკინგის მოწყობა.  

ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. 

წელს,  კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში