ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი

20 ოქტომბერი 2021, 14:32 1046 ნახვა

საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ხავიერ კოლომინას პრემიერ-მინისტრი შეხვდა.

მთავრობის  ადმინისტრაციით ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, ასევე   ყურადღება გაამახვილეს  ნატოს 2022 წლის სამიტთან დაკავშირებით და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და  ხავიერ კოლომინას შორის გამართულ შეხვედრაზეც. მათ თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტებიც განიხილეს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს  მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში