ბათუმის მცხოვრებლების 60% აცრილია

21 ოქტომბერი 2021, 14:48 1403 ნახვა

საქართველოში  კოვიდით  ინფიცირებულთა  სტატისტიკა  კიდევ 4  ათას  411-ით,  ხოლო აცრილთა  რაოდენობა  დაახლოებით  5 200-ით  გაიზარდა.   გარდაიცვალა 29 პაციენტი. ახლა  ქვეყანაში  სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტია, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით კი თითქმის ამდენივე უნდა აიცრას წლის ბოლომდე.

აჭარაში გუშინ 500-მდე ადამიანი აიცრა. ჯამში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე რეგიონში ორი დოზით 102  ათასზე  მეტი ადამიანი,  ანუ  მოზრდილი  მოსახლეობის  38  პროცენტი  აიცრა.   

შედარებით  მაღალია აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი  ბათუმში, სადაც  ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის   60   პროცენტი   აცრილია. 

ჯანდაცვის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ვაქცინაციის ტემპი   გაიზრდება სოფლებში, სადაც ახლა ამბულატორიებში მიმდინარეობს მოსახლეობის აცრა , ასევე დაწყებულია მარათონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში