“დაფიქსირდა ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის ფაქტები”: ჰარცელი თვითმმართველბის არჩევნებზე

21 ოქტომბერი 2021, 14:46 754 ნახვა

„იყო ზეწოლის, მოსყიდვის და დაშინების ფაქტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე”- თქვა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ბათუმში მყოფმა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელს იმედი აქვს, რომ ხარვეზები, რომელიც დამკვირვებლებმა პირველი ტურის დროს დააფიქსირეს მეორე ტურში აღარ განმეორდება, ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, ოდირის მისიასთან ერთად 30 ოქტომბრის კენჭისყრას, ევროპარლამენტის მისიაც დააკვირდება, 4 ევროპარლამენტარი ჩამოვა საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში