სამთავრობო პროგრამის წარდგენა

02 დეკემბერი 2016, 00:00 4556 ნახვა

ესტაკადა ქალაქის შემოსასვლელში, გოდერძის უღელტეხილის გზის მშენებლობა, მწვანე ტბა და ღომას საკურორტო ზონის მოწყობა. ალპური ბოტანიკური ბაღი მაღალმთიან აჭარაში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენება და  კემპინგ-პარკი  მახინჯაურში, ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით - ეს ის ძირითადი პროექტებია, რასაც რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება და ინვესტიციების მოზიდვა უნდა მოჰყვეს - ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ ისაუბრა.  

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში