ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას - პრემიერი 

22 ოქტომბერი 2021, 10:45 1191 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში, ოცივე მუნიციპალიტეტში ''ქართული ოცნების''  კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. 

​''ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მუნიციპალიტეტების განვითარების კუთხით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი პრობლემების გადაჭრას. 

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ გვაქს რეალური შანსი, ახლა საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას. დავამშვიდოთ, ვინაიდან ეს დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდხანს რადგან  სასჯელი ამას ითვალისიწინებს. 

მინდა ამომრჩეველს მოვუწოდო, ყველანი არჩევნებზე. არავინ არ დავრჩეთ სახლში ძალიან გთხოვთ. ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო, რომ ძლიერად ვერ მოიგო ამა თუ იმ კანდიდატმა'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში