მეწყერი შუახევში

22 ოქტომბერი 2021, 10:03 741 ნახვა

ჯერ ისევ არ გაუწმენდია შესაბამის უწყებას  შუახევში, სოფელ ოქროპილაურში ტერიტორია, რომელიც ორი დღის წინ დაიმეწყრა.  გარდა დაზიანებული გზისა, სტიქიის დროს დაზიანდა ორი სასაფლაო. მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.

საფრთხე შეექმნა დავითაძეების ოჯახებსაც, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს,  რომ სამუშაოები დღეს დაიწყება, რადგან გამოდარებას ელოდებოდნენ. რაც შეეხება ოჯახს მერიაში, აცხადებენ რომ, დავითაძეებს  25 ათას ლარიანი კომპენსაცია მიღებული აქვთ და მეტს ვეღარ დაეხმარებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში