მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი

22 ოქტომბერი 2021, 12:18 2001 ნახვა

მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

''შეეშვას ტყუილებს. კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი. ის არის ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი. ის არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის პოზიციიდან ნიკა მელიას გადაყენება უკვე გადაწყვეტილია, მან კი პრევენციული განცხადება გააკეთა.

''ის ფარსი, რომელიც დადგეს, თითქოს კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცენდენტი შექმნეს. თავის თავს და მოსახლეობას, რომ ატყუებენ, ჰგონიათ ადამიანები ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ ყველა ,,ნაცმოძრაობის'' წევრი იყო, ''ევროპული საქართველო'' ვინ არის? ზურაბ ჯაფარიძე ვინ არის? თავის დროზე დაიშალნენ, თითქოს დემოკრატიაა შიგნით, პირიქით დიქტატურაა. მათი ნატურა არ შეიცვლება. ეს იგივეა კაცმა ეშმაკს დაუჯეროს'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში