გიგი უგულავამ ბიუჯეტის ქურდმა, კორუმპირებულმა გაბედა და ფოთში ჩამოვიდა, იგი სამარცხვინოდ დამარცხდება - პრემიერი

22 ოქტომბერი 2021, 13:55 821 ნახვა

როგორი არ უნდა იყოს და არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ასეთი არის გიგი უგულავა. ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ გიგი უგულავა ფოთში, არჩევნების მეორე ტურში, სამარცხვინოდ დამარცხდება, ისე როგორც დამარცხდა უკვე რვაჯერ მისი მჩაგვრელი პარტია.

„დღეს ვინ უპირისპირდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა, პერსპექტიულ და პროგრესულ კაცს, უპირისპირდება ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, კორუმპირებული კაცი. როგორი არ უნდა იყოს და არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ასეთი არის გიგი უგულავა. ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, რომელმაც გაბედა და ფოთში ჩამოვიდა.

წინაზე დავსვი შეკითხვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რისთვის ჩამოვიდა? მოსაპარად, დასანგრევად. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენ ქვეყანა, აწამეს და გააუბედურეს ხალხი, დაჩაგრეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანებს არ მივცემთ. გაიგონ და ერთხელ და სამუდამოდ, გაიაზრონ, ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ პოლიტიკა, იმიტომ, რომ მათ ადგილი მომავლის საქართველოში, მომავლის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის. მათ სრული უფლება აქვთ, სხვა ნებისმიერი საქმე აკეთონ, პოლიტიკის გარდა, რადგან დიდი ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა მზად არის, ეს არჩევნები მშვიდად დაასრულოს ბექა ვაჭარაძის გამარჯვებით, იმიტომ, რომ სხვა რეალური ალტერნატივა და პერსპექტივა დღეს ქვეყანას არ აქვს, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს და ეს ასეც იქნება. უგულავა სამარცხვინოდ დამარცხდება, ისე როგორც დამარცხდა უკვე რვაჯერ მისი მჩაგვრელი პარტია“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში