არჩევნების მონაწილეობისთვის თვითიზოლაციაში მყოფების რეგისტრაცია იწყება

22 ოქტომბერი 2021, 14:35 762 ნახვა

ხვალიდან თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაცია იწყება. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა ცესკოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და გადასატან ყუთზე დარეგისტრირდნენ. მათ ამისთვის სამდღიანი ვადა ექნებათ. იმ შემთხვევაში თუკი ვერ დარეგისტრირდებიან, ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ.

საკუთარ რჩეულს ვერ ის მოქალაქეები მისცემენ ხმას, რომლებსაც იზოლაციაში ყოფნა რეგისტრაციის ვადის ამოწურვის, ანუ 25 ოქტომბრის  შემდეგ მოუწევთ.

30 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაიხსნება სპეცუბნები იმ ტერიტორიებზე, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში