გოდერძის უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვებია

03 დეკემბერი 2016, 00:00 4273 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარის სიმაღლე ხულოს  მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის  სოფლებში 20 სმ-ს,  დაბლობში 10-ს,   გოდერძის უღელტეხილზე  კი  30-35 სანტიმეტრს აღემატება. უამინდობას პრობლემები ამ ეტაპისთვის არ შეუქმნია. ენერგო- პრო-ჯორჯიას ინფორმაციით,  ელექტროენერგია  ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. რაც შეეხება გზებს- შეზღუდვა ამ დრომდე მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე მოქმედებს, სადაც გადაადგილება   ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.    

ამავე კატეგორიაში