დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - პრემიერი

25 ოქტომბერი 2021, 17:44 867 ნახვა

დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. 

''მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმებს. მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე, ასე რომ ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი.

არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ არაადეკვატურ შეკითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა დეტალური მასალა, მათ შორის ვიდეომასალა, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს, ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ, ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი და შესაბამისი აპარატურის. გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში