პატარაძის კანდიდატურას კენჭს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან

03 დეკემბერი 2016, 00:00 2366 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს.  რიგგარეშე  სხდომის  თარიღი და დღის წესრიგი  ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა.  იმისთვის, რომ ზურაბ პატარაძემ მეორედ დაიკავოს ეს თანამდებობა, მას 2/3-ის, ანუ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პატარაძეს თავმჯდომარედ ისევ აირჩვვენ, იგი უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარუდგენს, რასაც ასევე ნდობა უნდა გამოუცხადონ დეპუტატებმა.  რა  გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია და უმრავლესობა, ეს იმ სამთავრობო პროგრამაზეა დამოკიდებული, რომელიც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებს გააცნო. 

ამავე კატეგორიაში