29 ოქტომბერს ხსოვნის საღამო გაიმართება

27 ოქტომბერი 2021, 14:20 842 ნახვა

29 ოქტომბერს კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო ხსოვნის საღამო გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

მუსიკოსების ინიციატივაა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარონ.  კონცერტზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი, თუმცა მსურველებს შეუძლიათ ბილეთებისთვის მუსიკალურ ცენტრს მიმართონ.

კონცერტის მსვლელობისას საქველმოქმედო ყუთი განთავსდება და  მაყურებელს  საშუალება ექნება დახმარება გაიღოს. კონცერტიდან შემოსული თანხა 8 ოქტომბრის ტრაგედიით დაზარალებულებს გადაეცემათ.

კონცერტი 18 საათზე დაიწყება. მუსიკალური ცენტრის სიმფონოიური ორკესტრი და კაპელა ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებს.  კონცერტის დირიჟორი დავით მუქერიაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში