ია მეტრეველი: სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს

27 ოქტომბერი 2021, 14:52 1110 ნახვა

წლების წინ მოკლული ბუტა რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის დედები მოსახლეობას დღევანდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ია მეტრეველი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია უნდა გაუქმდეს.  

ია მეტრეველი და გულიკო გამცემლიძე კომენტარს ქვეყნის მესამე პრეზიდენტზეც აკეთებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და აუცილებელია ჩადენილი დანაშაულების გამო სასჯელი ბოლომდე მოიხადოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში