სკოლების მასწავლებლები აქციაზე-ენმ სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს

27 ოქტომბერი 2021, 17:44 2929 ნახვა

ჩვენ დილიდან გიყვებოდით იმის შესახებ, რომ ამ წუთებში მიმდინარე აქციისთვის მმართველმა გუნდმა მობილიზაცია ჯერ კიდევ გამთენიისას დაიწყო და ამას არც ჩვენთან, სატელევიზიო კომენტარის დროს  უარყოფდნენ სახელისუფლებო  პარტიაში. უფრო მეტიც, ისიც გვითხრეს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა შვებულებაც აიღეს, თუმცა ვერ  აკონკრეტებენ თავისუფლების მოედანზე მყოფი ყველა  საჯარო მოხელე შვებულებაშია თუ  არა.  ოპოზიციამ, სადაც რამდენიმე დღეა ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქართული ოცნება უარს არ იტყვის, თავადვე ერთგვარი  გამოკითხვის პრინციპით გაარკვია  და დააზუსტა  ვინ ნებით და ვინ იძულებით აღმოჩნდა დღეს ქართული ოცნების აქციაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში