თევზსაშენის პრობლემები ხელვაჩაურში

27 ოქტომბერი 2021, 20:25 1589 ნახვა

საქართველოში თევზის მოხმარება საერთაშორისო  სტანდარტებს რამდენჯერმე ჩამორჩება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ  წელიწადში 8,2  კგ თევზის პროდუქტს მიირთმევს, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ეს მაჩვენებელი 23 კგ-ს უნდა შეადგენდეს. თევზეულის ჩანაცვლება სხვა ცხოველური ცილებით რეკომენდებული არ არის, რადგან აუცილებელ მჟავას - ომეგა 3-ს - შეიცავს. მისი ნაკლებობა კი ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ დარღვევებს იწვევს. თევზზე მოთხოვნა საქართველოში მაღალია და საკალმახე მეურნეობებიც ბევრია გაშენებული, თუმცა პროდუქტი სხვა ქვეყნებიდან მაინც შემოდის. არა და ბათუმის თევზის ბაზარზე დიდი მრავალფეროვნებაა. ფერმერების გამოწვევები რეპორტაჟში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში