სიახლეები მერიის ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებში

28 ოქტომბერი 2021, 11:46 959 ნახვა

დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამას  ფილტვის კიბოს სკრინინგი ემატება, იზრდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, 300 ლარით განისაზღვრება ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლ პირთა დახმარება - ეს პროგრამები განიხილეს სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ლელა სურმანიძის ინფორმაციით, უნდა ამოქმედდეს საპილოტე პროგრამა - პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისათვის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში