სულხან მოლაშვილის ძმა: სააკაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ვერ ექნება

28 ოქტომბერი 2021, 14:59 970 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება პოლიტ პატიმარი - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმამ ისაუბრა. თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილი პოლიტ პატიმრობას იბრალებს  და იგი  “კრიმინალური დაჯგუფების” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ უფროსია.  

სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა გაიხსენა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, რა დროსაც მისივე რწმუნებით,  ჩუქდებოდა ტერიტორიები, სხვადასხვა საქმეს კი ადამიანები ეწირებოდნენ.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმამ სააკაშვილის მკურნალობაზეც გაამახვილა ყურადღება და  განაცხდა, რომ  ყველა პირობაა ციხეში  სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში