არჩევნები 28.10.1990

28 ოქტომბერი 2021, 20:16 1692 ნახვა

31 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოში საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1989 წლის დასასრულს შექმნილმა გაერთიანებამ - პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების "მრგვალმა მაგიდამ" შეძლო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს. სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა", აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. საქართველო პოლიტიკურ პროიცესების კვალდაკვალ და არჩევნების 3 ათეულ წლიანი ისტორია - თიკო სუსარეიშვილის რეპორტაჟში

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში