შეხვედრა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან

29 ოქტომბერი 2021, 14:53 1008 ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება განიხილა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მხარეებმა ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციაზე და მის დაძლევაზე, ასევე ხაზი გაესვა პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.

სალომე ზურაბიშვილის  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტუალურად განიხილებოდეს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში