დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

04 დეკემბერი 2016, 00:00 3840 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში უამინდობამ ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ხულოსა და  შუახევის მოსახლეობის 80%-ს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. როგორც ენერგო პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება. რაც  შეეხება გზებს - გადაადგილება მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტო ტრანსპორტითაა შესაძლებელი.  გოდერძის უღელტეხილზე კი მოძრაობა ამ დრომდე ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.  ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალი სისტემატურად იწმინდება. ამ დროისათვის ხულოს მაღალიზონის სოფლებში თოვლის საფარი 70-80-სმ აღწევს.

ამავე კატეგორიაში