ოპოზიცია 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას წარადგნეს 

31 ოქტომბერი 2021, 12:43 1792 ნახვა

ნიკა მელიას განცხადებით, გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ დაიწყო ბრძოლა. ამის შესახებ ''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. 

სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ნიკა მელიამ 19:00 საათზე მოქალაქეებს  რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

''ბუნებრივია არავინ არ ვაპირებთ, არცერთი საქართველოს თავმოყვარე მოქალაქე არ აპირებს ამასთან შეგუებას. აპირებს ბრძოლას ძალიან ურყევს. მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცეს. 

იმისათვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს 7 საათზე გელოდებით რუთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ.

არავის არ ქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი გზით მოპარული არჩევნები, რომელიმე ხელისუფალს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, შერჩება,''- განაცხადა  ნიკა მელიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში