აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს - ელენე ხოშტარია

31 ოქტომბერი 2021, 22:42 1892 ნახვა

მოძრაობა "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება.

"7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 31 ოქტომბერს, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კვირას, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში