პარლამენტის ბიურო 2017 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებს

04 დეკემბერი 2016, 00:00 2051 ნახვა

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები წარედგინება ხვალ პარლამენტის ბიუროს. სწორედ ბიუროს ხვალინდელი სხდომაზე იმსჯელებენ, რა ფორმატსა და ვადებში მოხდება მათი განხილვა და დამტკიცება. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში 30 ნოემბერს შევიდა, თან ერთვის: - ”საგადასახადო კოდექსში”, ”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ” კანონში, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ”საბიუჯეტო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტები. 

ამავე კატეგორიაში