თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში მოკლულია ახალგაზრდა ქალი. იგი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მსუბუქად არის დაჭრილი კიდევ ერთი ქალი.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.