ბოკუჩავას გაძევება დარბაზიდან - გენდერულმა საბჭომ ქალებზე ძალადობა არ დაადგინა

03 ნოემბერი 2021, 17:26 1284 ნახვა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია - ეს  გენდერულმა საბჭომ დაასკვნა. 

საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, მედიასთან ნინო წილოსანმა ისაუბრა. მისი თქმით, გენდერულ საბჭოს არ აქვს რეგლამენტით ვალდებულება ამ საკითხის განხილვა, თუმცა, რადგან ინციდენტის მონაწილე მხარე ქალი იყო, მიზანშეწონილად ჩათვალა ემსჯელა საკითხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში