ავარიული სახლები ბათუმში

04 ნოემბერი 2021, 14:34 1615 ნახვა

ავარიული სახლები ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის 5 და 7 ნომრებში.   

მოსახლეობა აცხადებს, რომ აქ ცხოვრება საშიშია და სახლებს ბზარები ყოველდღე ემატება. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებლები ავარიული მას შემდეგ გახდა, რაც მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ინტენსიურად  დაიწყო.

მათი ინფორმაციით,  საცხოვრებელი, რომ ავარიულია არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის  დასკვნა. შესაბამის უწყებაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში