მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს

05 დეკემბერი 2016, 00:00 3583 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვს - ხაზების დაზიანების გამო შუქი არ მიეწოდება ხულოსა და შუახევის ორიათასამდე აბონენტს.  “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაღალი ზონის  სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი,  გოდერძის უღელტეხილზე კი მოძრაობა აკრძალულია.  სასწავლო პროცესი შეჩერებულია თხილვანისა და გელაურას საჯარო სკოლებში.  ორივე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია 24 საათიანი საგანგებო შტაბი. თოვლი საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ  მეტრს აღწევს. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს აქ თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

ამავე კატეგორიაში