ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა

04 ნოემბერი 2021, 19:36 983 ნახვა

ქუთაისში ოპოზიციის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკა მელიას განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ და მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

"ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება. ორლესული ნიჩაბიც, რომ მოიქნიო ბიძინა ივანიშვილო, თავს შევუშვერ. ის მაინც ვიცი, რომ უსამართლობას თვალი არ გავუსწორე, ის მაინც მეცოდინება, რომ თქვენთან ბრძოლაში და თქვენზე გამარჯვებით, რომელსაც მოვიპოვებთ თუნდაც, სიკვდილის ფასად დამიჯდეს ჩემი შვილი იამაყებს. ზუსტად ეს მაძლიერებს. არ არსებობს არც შიში და არც თქვენი რიდი“,- განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში