ოპოზიციის უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში

04 ნოემბერი 2021, 20:27 2965 ნახვა

ვის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად? ახლა მთავარი კითხვაა მასთან ერთად, ვინ ვისთან ითანამშრომლებს ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია  ერთიანობა შეინარჩუნოს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი თავდგირიძემ   პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა და დამოუკიდებელის სტატუსით აპირებს მუშაობას.

თავად პარტია საქართველოსთვის კი ფასილიტატორის როლის მორგებას აპირებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომათ მოუწოდოს „ქართულ ოცნებას,“ „ნაციოანლურ მოძრაობას“ და „ლელოს“. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს ირაკლი კუპრაძე, თუმცა ნებისმიერი სახის თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში