შიმშილობა მიშას მხარდასაჭერად

04 ნოემბერი 2021, 20:20 903 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარია და პარლამენტთან კი ირაკლი გოგუაძე. „დროას“ ლიდერს აქვს ინფორმაცია, რომ სხვებსაც სურთ შიმშილობა, რასაც არ ურჩევს. ელენე ხოშტარიამ ისიც დააზუსტდა,რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი არც არასდროს ყოფილა და არც ახლაა, თუმცა, როგორც განმარტავს, რისკები, რომელმაც შესალოა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვიოს დაუშვებელია.

პროტესტი უკიდურეს ფორმას 2 ოპოზიციონერის გარდა ჯერ არავინ უერთდება, თუმცა ნაწილი მათ საქციელს გაბედულს უწოდებს. ხელისუფლება კი ოპოზიციას მოუწოდებს მეტად სოლიდარულები იყვნენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ტკივილები მიაყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში