ბათუმის გენერალური გეგმის განხილვა

05 ნოემბერი 2021, 11:47 1426 ნახვა

ბათუმის გენერალური განვითარების გეგმა  კვლავ შემუშავების პროცესშია. ქალაქის სახელმძღვანელო დოკუმენტზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და დღეს ამ ჯგუფის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ.

ბათუმის გენერალურ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტები მესამე სექტორს მათ მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებს გააცნობენ და მათგან რეკომენდაციებსაც მოისმენენ.

ქალაქის განაშენიანებაში მთავარი დოკუმენტის მომავალი ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია და მას სისტემატური ხასიათი ექნება.  

ბათუმის გენგეგმის დამკვეთი მერიაა, რომელმაც მუნიციპალიტეტის განაშენიანების მართვის საჭირო  ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს შექმნა წლებია ვერ მოახერხა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში