ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალშია

05 ნოემბერი 2021, 20:00 748 ნახვა

ბუენოს-აირესში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ეკა გორგოძემ ერთეულთა თანრიგში ჩინელი იუ სიაოდი სამ სეტში 1:6. 6:3. 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს 64-ე ჩოგანი, ეგვიპტელი მაიარ შერიფი იქნება.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, პირველ ნომრად ეკა გორგოძისა და რუმინელი ირინა ბარას წყვილია განთესილი. მათი მეტოქე მეოთხედფინალში გერმანელი კატარინა გერლახისა და ჩეხი დანიელა სეგელის წყვილია. გამარჯვებული ნახევარფინალში უნგრელებს, ბონდარისა და უდვარდს შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში